სხვა

16:11 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისს ევროპის ოლიმპიური კომიტეტიდან ეწვივნენ

საქართველოში არაგეგმიური ვიზიტით ჩამოვიდნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის (COCOM) წევრები. საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარე ჯოზეფ ლიბა და საკოორდინაციო კომისიის მენეჯერი კატერინა ნიცოვა. ამის მიზეზი საქართველოს დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურება გახდათ. ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრებმა ოლიმპიური ობიექტები მოინახულეს.

მათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ერთობლი პრესკონფერენცია "თბილის 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანთან ერთად გამართეს.

ჯოზეფ ლიბას განცხადებით, ოლიმპიური ობიექტები დაზიანებული არაა და ახალგაზრდული ფესტივალი დაუბრკოლებლად ჩატარდება.

ჯოზეფ ლიბა (ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავჯდომარე): "ეს დაუგეგმავი ვიზიტია, თუმცა, რადგან ბაქოში ვიმყოფებოდით გადავწყვიტეთ ჩამოვსულიყავით და ჩვენი თავლით გვენახა არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, ბაქოში არაერთი ცრუ ინფორმაცია მივიღეთ, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ თბილისი წყლისქვეში იყო მოქცეული, თუმცა საბედნიეროდ ასე არაა. ჩვენ დავათვალიერეთ სპორტული ობიექტები და არცერთ მათგანს დაზიანება არ აქვს. ერთადერთი უმნიშვნელო პრობლემა ვერის საკალათბურთო დარბაზზე დაფიქსირდა, რომელიც ადვილად მოგვარებადია. უკვე შევხვდით თქვენი ქვეყნის პრემიერმინისტრს, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა. დღეს საღამოს ბაქოში ვბრუნდებით და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე უკან ისევ დავბრუნდებით".

კატერინა ნიცოვა (საკოორდინაციო კომისიის მენეჯერი): "საქართველოს ძალიან მოკლე ვადებში მოუწევს გამოცდის ჩაბარება და ამაში თქვენი, მედიის წარმომადგენლების, გულშემატკივრების როლიც დიდია. საქართველო ისეთი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი იქნება, რომელიც აქამდე ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა".

"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, თბილისი სტიქიის მიუხედავად ისევ მზადაა ოლიმპიური ფესტივალის ღირსეულად დასახვედრად.

ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" მიმდინარე წლის 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.

თეგებითბილისი 2015
0.124856