ჰავანაში (კუბა), ლეგენდარული კუბელი მოჭადრაკის ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. აღნიშნული ტურის შემდეგ სამმა მოჭადრაკემ დომინგეს პერესმა, ილიანოვმა და იანგმა 1.5-1.5 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
გთავაზობთ მეორე ტურის ტექნიკურ შედეგებს
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - ლაზაროს ბრუგოსი (კუბა) 1-0
იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) - ლენიერ დომინგესი (კუბა) 0-1
ჰოუ იანგი (ჩინეთი) - პაველ ელიანოვი (უკრაინა) 0.5-0.5
მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი
ელიანოვი - ანდრეიკინი
დომინგესი - იანგი
ბრუგოსი - ნეპომნიაშჩი
სატურნირო მდგომარეობა 2 ტურის შემდეგ
1-3. იანგი, ელიანოვი, დომინგესი - 1.5-1.5 ქულა
- ანდრეიკინი - 1
- ბრუგოსი - 0.5
- ნეპომნიაშჩი - 0