ჭადრაკი

14:23 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიაში არაოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება

ნორვეგიის ქალაქი სტაფანგერი გრანდიოზული საჭადრაკო ტურნირის სახით, შეიძლება ითქვას, რომ არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

აღნიშნულ ტურნირში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან და ვიცე ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან ერთად ექს-ჩემპიონი ვესელინ ტოპალოვი და მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობს. სტაფანგერში თამაშობს ის ოთხივე მოჭადრაკე, რომელთა რეიტინგი ამჟამად 2800 კოეფიციენტს აღემატება.

ტურნირში სულ 10 მოჭადრაკე მონაწილეობს. ესენი არიან: მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2876), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2805), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2804), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2802), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2798), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2783), ალექსანდრე გრიშუკი (რუსეთი, 2781), ლევონ არონიანი (სომხეთი, 2780), ანიშ გირი (ჰოლანდია, 2773), ჯონ ლუდვიგ ჰამერი (ნორვეგია, 2677).

ასპარეზობა წრიული სისტემით 9 ტურად ტარდება, რომელიც 25 ივნისს დასრულდება. დასვენების დღეა 20 ივნისი. კენჭისყრის შემდეგ მოჭადრაკეები ასე გადანაწილდნენ:

  1. გირი
  2. ანანდი
  3. კარლსენი
  4. ნაკამურა
  5. ვაშიე-ლაგრავი
  6. არონიანი
  7. ჰამერი
  8. ტოპალოვი
  9. კარუანა
  10. გრიშუკი

ასპარეზობა მოულოდნელი შედეგით დაიწყო. დამარცხდა კარლსენი, რომელიც ტოპალოვს ხვდებოდა. მართალია, კარლსენმა შეძლო უპირატესობის მოპოვება, მაგრამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, იძულებული გახდა მეტოქეს დანებებოდა. ერთი შეხედვით ეს შედეგი მოულოდნელად არ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ამის თქმის უფლებას ის ფაქტი გვაძლევს, რომ კარლსენი, განსაკუთრებით თეთრებით, თითქმის არ აგებს და მასსა და ტოპალოვს შორის რეიტინგში სხვაობა 78 ქულაა მსოფლიო ჩემპიონის სასარგებლოდ.

მეორე ტურში კარლსენი რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ კარუანას შეხვდება შავებით.

პირველი ტურის ტექნიკური შედეგები:

გირი - გრიშუკი 1-0

ანანდი - კარუანა 0.5-0.5

კარლსენი - ტოპალოვი 0-1

ნაკამურა - ჰამერი 1-0

ვაშიე-ლაგრავი - არონიანი 1-0

მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი

გრიშუკი - არონიანი

ჰამერი - ვაშიე-ლაგრავი

ტოპალოვი - ნაკამურა

კარუანა - კარლსენი

გირი - ანანდი

0.120336