ბოლო წლებში ჭადრაკი კიდევ უფრო პოპულარული და მასიური ხდება. რამდენიმე ქვეყანაში იგი სასკოლო პროგრამაშიც კი არის შეტანილი.
ჟენევაში (შვეიცარია) დასრულებულ სკოლებს შორის “ჭადრაკი ყველასათვის” ტურნირის სუპერფინალს ორგანიზატორთა მიწვევით საჭადრაკო ელიტის ორი წარმომადგენელი ვლადიმერ კრამნიკი და ალექსანდრა კოსტენიუკი (ორივე რუსეთი) ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვებთან ერთობლივი თამაშის სეანსები ჩაატარეს.
საქართველოშიც იყო პრეცედენტი, როცა თბილისში სტუმრად მყოფმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა გარი კასპაროვმა და ვაჟთა შორის საქართველოს N1-მა მოჭადრაკე ბაადურ ჯობავამ ბავშვებთან ერთობლივი თამაშის სეანსები ჩაატარეს. კარგი იქნება თუ ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება, რომელიც მის პოპულარობას ხელს დიდად შეუწყობს.