ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე ინტერნეტპორტალ ფოოტბალლ.უა-ს ვერსიით, უკრაინის ბოლო 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“მატჩის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ “დნიპროში” დაბრუნება სურს. დონეცკის “მეტალურგთან” მან ისე ითამაშა, რომ “დნიპროს” ყურადღება მიექცია, ის მოედანზე ყველაზე აქტიური იყო: კარში ურტყამდა, მეტოქეს “ატყუებდა”, მწვავე პასებს აკეთებდა. “მეტალურგთან” მატჩი მან 9 მწვავე პასი გააკეთა, რომელთაგან 3 ზუსტი იყო. ასეთი 5 გადაცემა უკვე წარმოუდგენლად მიიჩნევა” - იუწყება football.ua კობახიძის შესახებ.
26-ე ტურში “ვოლინისა” და დონეცკის “მეტალურგის” დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ხოლო კობახიძემ სრულად ითამაშა.