სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:50 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასოციაციის თასს ძველი გამარჯვებული ჰყავს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის ასოციაციის თასს ძველი გამარჯვებული ჰყავს. ლონდონის “არსენალმა” გადამწყვეტ შეხვედრაში “უემბლიზე” ბირმინგემის “ასტონ ვილა” გაანადგურა და აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

ლონდონელები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გახსნა მე-14 წუთზე შეეძლოთ. ლორან კოშელნი თავური დარტყმით ცდილობდა გატანას, მაგრამ 39 წლის შეი გივენმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი იხსნა. 10 წუთში უკვე თეო უოლკოტს შეეძლო გატანა, ბირმინგემული კლუბი ამჯერად კირონ რიჩარდსონმა გადაარჩინა. “ასტონ ვილამ” შესვენებამდე მაინც ვერ გაძლო, მე-40 წუთზე ალექსის სანჩესმა ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ უოლკოტს თავით დაუგდო ბურთი, რომელმაც ძლიერი დარტყმით დააწინაურა “არსენალი”.

მეორე ნახევარიც “მეთოფეთა” შეტევებით დაიწყო და 50-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შორი მანძილიდან სუპერგოლი გაიტანა. 56-ე წუთზე სანტი კასორლასაც შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ კვლავ გივენი გაისარჯა კარგად. არსენ ვენგერის შეგირდებმა 5 წუთში მაინც მოახერხეს მესამეს გატანა, კასორლას ჩამოწოდებულ კუთხურს პერ მერტესაკერის ზუსტი თავური მოჰყვა. ბირმინგემელთა კუბოს ბოლო ლურსმანი შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმ დააჭედა, რომელმაც 93-ე წუთზე ახლო მანძილიდან მოახერხა თავის გამოჩენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 4:0.

“არსენალმა” ასოციაციის თასი მეთორმეტედ მოიგო, რითაც ტურნირის რეკორდსმენი გახდა.

არსენალი – ასტონ ვილა 4:0 (1:0)


ლონდონი, “უემბლი”

არსენალი (4-2-3-1): შესნი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი, კასორლა, ოზილი (უილშირი 77), სანჩესი (ჩემბერლენი 90), რემსი, უოლკოტი (ჟირუ 77).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ასტონ ვილა (4-3-3): გივენი, ვლაარი, ოკორე, ჰატონი, რიჩარდსონი (ბაკუნა 68), ვესტვუდი (სანჩესი 71), დელფი, კლევერლი, ნ’ზოგბია (აგბონლაჰორი 53), გრელიში, ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი

გოლები: 1:0 უოლკოტი (40), 2:0 სანჩესი (50), 3:0 მერტესაკერი (62), 4:0 ჟირუ (93).
გაფრთხილებები: კლევერლი, ჰატონი, დელფი, ვესტვუდი, აგბონლაჰორი
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 16(9)-2(0), ჯარიმა: 8-9, კუთხური: 8-0, თამაშგარე: 5-2, სეივი: 0-5

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.114155
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X