ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველს სანდრო კობახიძეს სეზონის ბოლოს კლუბთან იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” დაბრუნება და უფრო მაღალ დონეზე თამაში სურს.
“იმის შესახებ მომავალ ჩემპიონტს სად დავიწყებ ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტიკა ნაკლებადაა. ახლა ყველა სეზონის რაც შეიძლება კარგად დასრულებაზეა კონცენტრირებული. ამის შემდეგ, “დნიპროში” დავრეკავ და გამოჩნდება, სამომავლოდ რა მელის.
“დნიპროს” რიგებში მაღალ დონეზე თამაში მინდა. კლუბში დაბრუნება და სასტარტოში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა მსურს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემ სურვილზე დამოკიდებული არაა. ყველაფერს მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს”, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შუახაზელმა ინტერნეტპორტალ ukrfootball.ua-სთან საუბარში.
მიმდინარე სეზონში კობახიძემ “ვოლინში” 23-ჯერ ითამაშა და 6 ბურთი გაიტანა. ბოლო სამი მატჩია მას მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.