ფეხბურთი

23:49 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკაბაძის ტრანსფერი "ანორთოსისში" ჩაიშალა

"დინამო თბილისის" ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე "ანორთოსისში" არ გადავა. სანდო წყაროზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ ფეხბურთელსა და კვიპროსულ კლუბს შორის შეთანხმება არ შედგა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტპორტალ kerkida.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კაკაბაძესა და ფამაგუსტურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. საბოლოოდ კი როგორც ზევით ავღნიშნეთ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ არსებობს ცნობა გორის "დილას" კაკაბაძით დაინტერესების შესახებ, თუმცა რამდენად შესაძლებელია 19 წლის ფეხბურთელის საქართველოს მოქმედ ჩემპიონში გადასვლა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

ოთარ კაკაბაძე უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. ოთარმა "დინამოს" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114506