ფეხბურთი

16:25 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი: "სათამაშო დრო მჭირდება"

მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი "ესპანიოლთან" მოგებული მატჩის (4:1) შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.

კოსტა-რიკელმა მეკარემ აღნიშნა, რომ "რეალში" ყოფნით კმაყოფილია, თუმცა მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

"ჩემი მიზანი სათადარიგო მეკარეობა არაა. ბევრს ვიბრძვი და ვმუშაობ საკუთარ თავზე. სათამაშო დრო მჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა გამიჭირდება.

მართალია, რთული წელი მქონდა, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ვცდილობდი, რომ ჩემი საუკეთესო პროფესიონალური თვისებები გამომევლინა. იმედი მაქვს, მომავალი წელი უკეთესი და განსხვავებული იქნება. "რეალთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და მომდევნო სეზონს დადებითი განწყობით ველოდები.

იკერ კასილასი ჩემი კონკურენტი და მეგობარია. ის დიდი მეკარეა და ყველასგან პატივისცემას იმსახურებს. კონკურენცია კარგია, ეს მეხმარება, რომ მეტი ვიშრომო და უკეთესი გავხდე", - განაცხადა "ლევანტეს" ყოფილმა კიპერმა.

კეილორმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი გაუშვა.

0.124351