კალათბურთი

21:18 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ფინალს მიუახლოვდა

რუსთავში დასრულდა ფლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა, სადაც ქვემოქართლელებმა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელ “დინამოს” უმასპინძლეს. დაძაბულ ბრძოლაში “დინამომ” 78:70 შეძლო მეტოქის დამარცხება, სერიაში 2:1 დაწინაურდა და ფინალამდე ახლა ერთი მოგებაღა აშორებს. ამ გუნდების მეოთხე შეხვერა ხვალ, 18:00, ისევ რუსთავში ჩატარდება. თუ ქვემოქართლელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, მაშინ მეხუთე გადამწყვეტი შეხვდრა თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ რუსთავში ნებისმიერი გუნდისთვის თამაში პრობლემას წარმოადგენს, რადგან ქვემოქართლელები თავიანთ გუნდს ბოლომდე ქომაგობენ და შეიძლება ითქვას, რომ მეექვსე მოთამაშის როლს ასრულებენ. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა. დარბაზი ბოლომდე იყო სავსე და მხურვალედ გულშემატკივრობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც რაღაც სამიოდე წუთში 8:0 დაწინაურდნენ. სტუმრებმა პირველი ქულა პირველი მეოთხედის მე-5 წუთზე გააკეთეს, რომლის ავტორიც ამერიკელი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი გარიკ შერმანი გახდა. “დინამო” ბევრს ეცადა, მაგრამ პირველ მეოთხედში თამაშის მის სასარგებლოდ შემოტრიალება ვერ მოახერხა. მასპინძელთა შემადენლობაში ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი აქტიურობდა, რომელმაც 14 ქულითა და 10 მოხსნით პირველ ტაიმშივე შეასრულა ორმაგი დუბლი. პირველი ტაიმი “რუსთავის” გამარჯვებით დასრულდა 42:35. მეორე ტაიმი პირველისაგან განსხვავებით საპირისპირო სცენარით დაიწყო. შერმანის კარგი თამაშის წყალობით, სტუმრებმა მესამე მეოთხედში შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, ანგარიში ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ 12 ქულითაც კი დაწინაურდნენ. მეოთხე მეოთხედში თამაში ძალზედ დაიძაბა. დაძაბულობა იგრძნობოდა როგორც ტრიბუნებზე, ასევე მოედანზე. მსაჯების დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვა მოახერხეს და შეხვედრა კონფლიქტის გარეშეE ჩაამთავრეს. ძირითადი დროის დასრულებამდე 57 წამით ადრე, “რუსთავმა” ანგარიშში სხაობა სამ ქულამდე 70:73 შეამცირა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამარჯვება “დინამოს” დარჩა. სტუმართა გამარჯვებაში დიდი წვლილი იმ ფაქტმაც შეიტანა, რომ “რუსთავის” ლიდერის აკაკი დვალიშვილის ნეიტრალიზება მოახერხეს, რომელმაც მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ქულა შესძინა თანაგუნდელებს. ჩვეულ ფორმაში ვერ იყო ქვემოქართლელების ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჭოჭუა, რომელსაც კოჭის ტრავმამ მეორე ტაიმში თავი ისევ შეახსენა და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა გარიკ შერმანი, რომელმაც 24 ქულითა და 10 მოხსნით ორაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა შერმანის თანაგუნდელი, მძიმე ფორვარდი ილია ლონდარიძე, რომლის ანგარიშზეც 10 ქულა და ამდენივე მოხსნაა. მასპინძელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი, 17 ქულითა და 14 მოხსნით, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.

“რუსთავი” – “დინამო” 70:78

(21:14, 21:21, 14:27, 14:16)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16799