კალათბურთი

1:03 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტური ლიგა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

საკალათბურთო სტუდენტური ლიგის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) გუნდი გახდა. ფინალურ სერიაში სეუ-ს მეტოქე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი იყო, რომელიც ეროვნული უნივერსიტეტის გუნდმა 2 მატჩის ჯამში, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ფინალური სერიის ორივე შეხვედრას თბილისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. სტუდენტური ლიგის ორგანიზებაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმარებოდა.

ფინალური სერიის პირველი მატჩი სეუ-მ მინიმალური სხვაობით – 72:71 მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრაში 6 ქულით – 82:76 იმარჯვა და ჩემპიონი გახდა. მესამე ადგილზე გავიდა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს სძლია.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა სეუ-ს გამთამაშებელი გუგა პატარაია, რომელსაც ორგანიზატორებისგან ფასიანი საჩუქარი გადაეცა. ტურნირის პრიზიორი გუნდები შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112781