საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ლუცკის “ვოლინის” შემადგენლობაში თავი უკრაინის პრემიერლიგის 23-ე ტურში გამოიჩინა.
ხარკოვში ადგილობრივი “მეტალისტისა” და “ვოლინის” დაპირისპირება 3:3 დასრულდა, ხოლო ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-40 წუთზე გახსნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ “ვოლინი” შეხვედრას 3-ჯერ იგებდა, მაგრამ მაინც მხოლოდ ქულას დასჯერდა. ხარკოველებმა მესამედ ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაათანაბრეს. მცველი თემურ ფარცვანია ლუცკელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო.