“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი მემფის დეპაის გაფორმების შემდეგ, პსვ-ს კიდევ ერთ ლიდერს ჟორჟინიო ვეინალდუმს უმიზნებს. აღნიშნულ ცნობას ბრიტანული გამოცემა Sunday Express–ი ავრცელებს.
გამოცდილ სპეციალისტს ყოფილი შეგირდი ძალიან მოსწონს და მიაჩნია, რომ ნახევარდაცვას საგრძნობლად გააძლიერებს. ვეინალდუმს პსვ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 16 თებერვლის მონაცემებით 10.56 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
24 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 43 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.