ჭადრაკი

13:23 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეოკმა მოჭადრაკეები ოლიმპიური მედლით დააჯილდოვა

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაში სეოკის პრეზიდენტმა, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა ქალ მოჭადრაკეთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს შეხვედრა მოუწყო.

ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა მიზეზით ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელიზბარ უბილავამ და გუნდის წევრებმა ლელა ჯავახიშვილმა და სალომე მელიამ ვერ შეძლეს მისვლა. ღონისძიებას მოჭადრაკეებთან ერთად, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ხაბელოვმა ქ-ნი ნონა, მოჭადრაკეები და გუნდის წევრები სეოკის მედლით დააჯილდოვა.

“მსოფლიო სპორტი” ვრცელ ინფორმაციას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მალე მოგაწვდით.

0.262565