ფეხბურთი

13:21 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 139-ეა

ფიფა/კოკა-კოლას მაისის თვის რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების პოზიცია აპრილთან შედარებით კიდევ ერთი საფეხურით გაუარესდა და კახა ცხადაძის გაწვრთნილები ამჟამად 139-ე პოზიციაზე იმყოფებიან. აქამდე, რეიტინგში ეროვნული ნაკრების ყველაზე ცუდი შედეგი 138-ე ადგილი იყო.

გერმანიის ნაკრები კვლავ რეიტინგის ლიდერია, მეორე ადგილზე ისევ არგენტინაა, ხოლო მესამეზე ბელგია.

ამჟამად, ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგში საუკეთესო 20 გუნდის ჩამონათვალი ასეთია:

1 (1). გერმანია – 1687

2 (2). არგენტინა – 1490

3 (3). ბელგია – 1457

4 (4). კოლუმბია – 1412

5 (5). ბრაზილია – 1372

6 (6). ჰოლანდია – 1301

7 (7). პორტუგალია – 1221

8 (8). ურუგვაი – 1176

9 (9). შვეიცარია – 1135

10 (10). ესპანეთი – 1132

11 (11). საფრანგეთი – 1127

12 (12). რუმინეთი – 1086

13 (13). იტალია – 1085

14 (14). ინგლისი – 1030

15 (15). კოსტა-რიკა – 1014

16 (16). ჩილე – 1002

17 (17). ხორვატია – 977

18 (19). ჩეხეთი – 923

19 (20). სლოვაკეთი – 920

20 (21). ალჟირი – 917

...30 (29). შოტლანდია – 796

...35 (35). პოლონეთი – 753

...62 (62). ირლანდია – 546

...139 (138). საქართველო - 197

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში გერმანიის, შოტლანდიის, პოლონეთის და ირლანდიის ნაკრებების საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეები არიან. კიდევ ერთი მოწინააღმდეგე გიბრალტარი რეიტინგში არაა, რადგან ფიფაში არ მიუღიათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113405