შეკრებაზე მყოფმა უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ალაფამდე ბოლო საკონტროლო მატჩი რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართეს და უმაღლესი ლიგის კლუბ “არმაზთან” 26:29 დამარცხდნენ.
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 2015 წლის მსოფლიო რაგბის ალაფის მზადების დასკვნით ეტაპს 26 აპრილს შეუდგა. ამჯერად, გუნდი შეკრებას რუსთავის სარაგბო სტადიონზე გადის და მას 2 მაისს დაასრულებს.
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამგზავრებამდე, სამწვრთნელო შტაბი ჩვენი ნაკრების 26-მოთამაშიან სატურნირო რაზმს დაასახელებს.