ჩოგბურთი

0:38 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილთა ტურნირს შემორჩა

გერმანიის ქალაქ ვისბადენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყის რაუნდში გამოეთიშა ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა.

მე-5 ნომრად განთესილი შაფათავა ბულგარელ დია ევტიმოვასთან 1:6, 7:6 (7:2), 3:6 დამარცხდა.

სოფო და მისი მეწყვილე ბრძოლას აგრძელებენ წყვილთა თანრიგში. შაფათავამ და ბელარუსმა სვიატლანა პირაჟენკამ გერმანელებს – ბრინკმანს და პროესეს 7:6 (7:2), 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში ჩეხურ დუეტს (კუნჩიკოვა-სტუჩლა) ეთამაშებიან.

0.114618