ფეხბურთი

19:07 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი: “მესი ღვთაებრივი ფეხბურთელია”

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გასამართ დაპირისპირებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუნხენელებს, წარმატების მისაღწევად, ლიონელ მესის შეჩერება მოუწევთ.

“მესი დაუჯერებელი, ღვთაებრივი ფეხბურთელია. “ბარსელონას” მთელი იმედები მას უკავშირდება.

გვარდიოლამ კატალონიური გუნდის ყველა პლიუსი და მინუსი იცის. ის მცირე დეტალებშიც კი გათვითცნობიერებულია და მას შეუძლია ეს “ბაიერნის” სასარგებლოდ გამოიყენოს.” – განუცხადა ბეკენბაუერმა Sky 90-ს.

0.118751