ფეხბურთი

11:21 | 14.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი: “უსუსურნი არ ვართ, პატივისცემას ვიმსახურებთ”

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდო ჟარდიმმა ტურინის “იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე განაცხადა, რომ იტალიური გუნდი ლონდონის “არსენალზე” ძლიერი მეტოქეა და ფრანგებს რთული დაპირისპირება ელით.

“მეოთხედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავედით და “არსენალიც” დავამარცხეთ. უსუსურნი არ ვართ, პატივისცემას ვიმსახურებთ და მეოთხედფინალური ეტაპის გუნდებს შორის ვიმყოფებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიელები ფავორიტები არიან, მაგრამ ვითამაშებთ ჩვეულ სტილში, მეტოქეს პატივს ვცემთ და შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. “იუვესთან” დაპირისპირება რთული იქნება, რადგან იტალიელები ინგლისელებზე ძლიერები არიან. “მონაკო”ძალიან ორგანიზებული გუნდია, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში.” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

“მონაკო” შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდება. ლიგა 1-ში ჟარდიმის გუნდმა “კაენი” სტუმრად 3:0 დაამარცხა, “იუვენტუსმა” კი მოულოდნელად სერია ა-ს აუტსაიდერ და ფინანსურ კრიზისში მყოფ “პარმასთან” 0:1 წააგო.

“იუვენტუსისა” და “მონაკოს” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.123837