კოლუმბიის ქალაქ მედელინში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირი სოფო შაფათავას გარეშე გაგრძელდება. ქართველი ჩოგბურთელი ჯერ ერთეულთა ბადეს გამოეთიშა, შემდეგ კი წყვილთა მატჩიც დათმო.
საწყის რაუნდში შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა პარაგვაელებს – სეპედე როიგს და გონსალესს დაუპირისპირდნენ და 6:7 (5:7), 6:1, 7:10 დამარცხდნენ.