ფეხბურთი

13:16 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძემ “ბრაგასთან” წააგო, “გენკი” ოქრიაშვილისა და ზარანდიას გარეშე

პორტუგალიის საფეხბურთო პრიმეირა ლიგის 27-ე ტურში “ჟილ ვისენტემ” “ბრაგა” მიიღო და 0:2 წააგო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. “ჟილ ვისენტე” 19 ქულით 18-გუნდიან პრიმეირა ლიგაში მეჩვიდმეტეა.

ბელგიის იუპილერ ლიგის პლეი ოფში, “გენკმა”, რომელიც ევროპის ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, თავის მოედანზე “ვარეგემი” 1:0 დაამარცხა.

ნახევარმცველები თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია მასპინძლების 18-მატჩიან განაცხადში არ იყვნენ. პირველი მათგანი საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გერმანიასთან მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა, ხოლო მეორე ტრავმირებული იყო და ამიტომ, საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მიერ თურქეთში გამართული შეკრება გამოტოვა.

საფრანგეთის მესამე ლიგის 27-ე ტურში “პარიზმა”, რომელშიც ზამთარში ამირან სანაია ჩაირიცხა, სტუმრად “კოლომიეს” 1:0 სძლია. ქართველი მარცხენა მცველს კვლავ არ უთამაშია. 25 წლის სანაიამ პარიზულ კლუბში ჩარიცხვის შემდეგ მხოლოდ 2 თამაში ჩაატარა. “პარიზი” 51 ქულით 18 გუნდში მეორეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113575