ქართულმა კლუბებმა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით ისარგებლეს და ამხანაგური მატჩები გამართეს. გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილასა" და "ცხინვალის" მატჩი კახა კაჭარავას გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი 21 წლის რატი ცაცკრიალაშვილის ანგარიშზეა.
21 ტურის შემდეგ უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში "ცხინვალი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა, უჩა სოსიაშვილის გუნდი კი 41 ქულით მესამე პოზიციაზეა და ლიდერებს ერთი ქულით ჩამორჩება.
ჩემპიონატი 3 აპრილს განახლდება. "ცხინვალი" სტუმრად "ზუგდიდს" დაუპირისპირდება, "დილა" კი ტურის ცენტრალურ მატჩს "დინამო თბილისის" წინააღმდეგ გამართავს.