სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

16:07 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დღეს ორი საათით დრო გაჩერდება!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

დღეს, გვიან ღამით დრო გაჩერდება. გაჩერდება, ვინაიდან “კამპ ნოუზე” “ელ კლასიკოა”! “ბარსელონა” – “რეალის” წინააღმდეგ. მატჩი სხვაგვარ დასათაურებას ვგონებ აღარ საჭიროებს...

დღეს წარმოგიდგენთ ამ გუნდების ღრმა წარსულიდან 10 გამორჩეულ “კლასიკოს”, რომლებიც ისტორიის ფურცლებს სამუდამოდ შემორჩა.

“ბარსელონა” – “რეალი” 1:5 (27.01.1963)

60-იანი წლების ბატონ-პატრონი სწორედ მადრიდის “რეალი” გახლდათ და დიდად გასაკვირი ფაქტი არც დაფიქსირებულა 1963 წლის 27 იანვარს, როცა ბარსელონაში ჩასულმა “რეალმა” მოსისხლე მეტოქე 5:1 გაანადგურა. ამ შეხვედრის გმირი კი ლეგენდარული, აწ განსვენებული უნგრელი თავდამსხმელი ფერენც პუშკაში გამოდგა, ვინაც იმ დღეს ჰეთ-თრიქი შეასრულა.

“რეალი” – “ბარსელონა” 0:5 (17.02.1974)

11 წლის თავზე სრულფასოვანი რევანშის აღება მოახერხა “ბარსელონამაც”. კატალონიელთა ნამდვილი ლიდერი და მგეზავი, იმხანად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰოლანდიელი იოჰან კრუიფი იყო. სწორედ კრუიფის მეთაურობით “ბარსამ” იმ წელს ბოლო 14 წელიწადში პირველი ტიტულის მოგება მოახერხა.

“ბარსელონა” – “რეალი” 5:0 (08.01.1994)

კიდევ ერთი დაუვიწყარი გამარჯვება ასოცირდება კრუიფის სახელთან, ოღონდ უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში. 1994 წლის 8 იანვარს მიქაელ ლაუდრუპისა და ბრაზილიელი რომარიოს წინამძღოლობით “ბლაუგრანამ” “ბლანკოსის” განადგურება შეძლო.

“რეალი” – “ბარსელონა” 5:0 (07.01.1995)

ბედის ირონიით, ზუსტად ერთი წლის თავზე იგივე ანგარიშით უკვე “რეალმა” იმძლავრა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში ისევ გამორჩეული იყო დანიელი მიქაელ ლაუდრუპი, ოღონდ ამ ჯერზე არა “ბარსელონას” მაისურით, არამედ “რეალის”... ჰეთ-თრიქით გამოირჩა “სამეფო კლუბის” ჩილელი ფორვარდი ივან სამორანო. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გოლის გატანა “ბარსას” ამჟამინდელმა თავკაცმა ლუის ენრიკემაც მოახერხა.

“ბარსელონა” – “რეალი” 0:2 (23.04.2002)

პირველი ევროპული დაპირისპირება “რეალსა” და “ბარსელონას” შორის 2002 წლით თარიღდება. მაშინ განგებამ გუნდები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დააწყვილა. პირველი მატჩი, რომელიც კატალონიაში გაიმართა, ვისენტე დელ ბოსკეს “გალაქტიკომ” “ცალი ფეხით” მოიგო და ფინალში გასვლის საკითხი ნაადრევად გადაწყვიტა. მაშინ სერხიო ბონანოს კარში გოლები ზინედინ ზიდანმა და სტივ მაკმანამანმა გაიტანეს.

“ბარსელონა” – “რეალი” 3:3 (10.03.2007)

2007 წლის 10 მარტს გამართული “კლასიკო” კი პირველ რიგში იმით იყო გამორჩეული, რომ სტუმარი “რეალი” მატჩს სამჯერ იგებდა, თუმცა მასპინძელმა “ბარსელონამ” მას გამარჯვება მაინც არ დაანება. მადრიდელთა ვერმოგებაში მთავარი დამნაშავე კი არგენტინელი ლიონელ მესი გახლდათ, რომელმაც იმ დღეს ჰეთ-თრიქი შეასრულა. ეს, ერთ-ერთი პირველი “კლასიკო” იყო ლიონელისთვის...

“რეალი” – “ბარსელონა” 4:1 (07.05.2008)

2007-2008 წლების სეზონის მიწურულს “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუს” მაშინ ეწვია, როცა “რეალი” უკვე გაჩემპიონებული იყო. სწორედ ამიტომ თამაშის დაწყებამდე კატალონიელებმა მადრიდელებს საჩემპიონო დერეფანი გაუკეთეს. თვითონ თამაში კი, როგორც ჩემპიონს შეჰფეროდა, სწორედ ისე ჩაატარა “რეალმა” და მეტოქე 4:1 გაანადგურა.

“რეალი” – “ბარსელონა” 2:6 (02.05.2009)

ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი იმავე სტადიონზე უკვე “ბარსას” ჯერი დადგა. პეპ გვარდიოლას პირველი სეზონი “ბლაუგრანას” თავკაცის რანგში და ისტორიული გამარჯვება “ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე”. 6:2 – სწორედ ეს ანგარიში აციმციმდა ტაბლოზე მატჩის დასრულების შემდეგ და შეხვედრამაც “ელ კლასიკოების” ისტორიაში სამუდამოდ დაიდო ბინა.

“ბარსელონა” – “რეალი” 5:0 (29.11.2010)

ჟოზე მოურინიოს თაოსნობით მადრიდის “რეალმა” ყველაზე დიდი ანგარიშით 2010 წლის 29 ნოემბერს “ელ კლასიკოში” წააგო. იმ დღეს გვარდიოლას გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა. იმ საღამოს დუბლით გამოირჩა “ბარსას” თავდამსხმელი დავიდ ვილია...

“რეალი” – “ბარსელონა” 0:2 (27.04.2011)

ზუსტად 9 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანშის აღება “ბარსელონამაც” მოახერხა. 2011 წლის 27 აპრილს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ვერაფერი მოუხერხეს ლიონელ მესის, რომლემაც განაპირობა კიდეც მისი გუნდის ორბურთიანი სხვაობით გამარჯვება მეტოქის მოედანზევე. გასაკვირი არაა, რომ ორივე გოლი მესის ანგარიშზე ჩაიწერა. განსაკუთრებით ლამაზი სანახავი კი არგენტინელის მიერ გატანილი მეორე გოლი გამოდგა...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.110948
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X