20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე ძიუდოში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს – თბილისის გრან პრის მეორედ უმასპინძლებს.
18 მარტს საქართველოს ძიუდოს ნაკრების ლიდერები – ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი და მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილთან და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი იყო გრან პრის მნიშვნელობაზე, ქართული ძიუდოს წარმატებებსა თუ სხვადასხვა სიახლეებზე. წარმატებულმა ძიუდოისტებმა სტუდენტებს საკუთარი ავტოგრაფიანი მაისურები, ასევე სხვადასხვა ატრიბუტიკა დაურიგეს და გრან პრიზე დასასწრებად დაპატიჟეს.
თბილისის გრან პრიზე მსოფლიოს 45 ქვეყნის 400-მდე უძლიერესი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას მამაკაცთა და ქალთა შორის, ჩემპიონები 7-7 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.
ქართველი ძიუდოისტები თბილისის გრან პრიზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვლენ. მედლებისათვის იბრძოლებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები, ტიტულოვანი სპორტსმენები – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი და სხვა. ჯამში ტურნირზე მამაკაცთა შორის 28 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს, ქალთა შორის კი მედლისათვის ელენე ლეონიძე იბრძოლებს.
გრან პრის ფინალურ ორთაბრძოლებს პირდაპირ ეთერში 17:00 საათიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება. 20 მარტს 16:25 წუთზე გაიმართება გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.
ქართველთა განრიგი ასეთია:
20 მარტი, პარასკევი
60კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, პაატა მერებაშვილი, გიორგი გიუნაშვილი, ამირან პაპინაშვილი
66კგ: შალვა ქარდავა, თორნიკე თათარაშვილი, მინდია ლილუაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი
21 მარტი, შაბათი
73კგ: ზვიად კაპანაძე, ფრიდონ გიგანი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
81კგ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამბაკო ავალიანი, გიორგი პაპუნაშვილი, უშანგი მარგიანი
22 მარტი, კვირა
90კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური, პაატა ღვინიაშვილი, ბექა ღვინიაშვილი
100კგ: ალექსანდრე მსხალაძე, იასონ ნემსაძე, ალექსანდრე ზაალიშვილი, ლაშა გურული
+100კგ: ონისე ბუღაძე, ლევან მატიაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
ქალები, +78: ირინე ლეონიძე
იხილეთ გრან პრის ოფიციალური პროგრამა
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური