სხვა

23:10 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძის მასტერკლასი დამწყები სპორტსმენებისათვის

ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი გამართა. კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სემინარი სპორტის ორ სახეობაში – კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩაუტარა.

“საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს: “რომპეტროლს” და “ივერიაბეთს”, რომლებიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერები და ამასთან ერთად, ჩემი სპონსორებიც არიან”, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ.

ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.

“არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს”, - დასძინა ჭიკაძემ.

რაც შეეხება გიგას სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ჩემპიონი ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.

www.msy.gov.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112713