ბერგამოს “ატალანტას” სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო ტურინის “იუვენტუსს” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გაყიდვას და ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის შეძენის ურჩევს. ამის შესახებ ცნობილმა საფეხბურთო მოღვაწემ “ტუტოსპორტთან” ინტერვიუში განაცხადა.
“თუ “იუვენტუსი” პოგბას გაყიდის, მაშინ აუცილებლად კავანი უნდა შეიძინოს და მასთან ერთად კი ეზეკიელ ლავეცი. მათი მოსვლით ტურინელთა შემადგენლობა საბოლოოდ დაბალანსდება და ევროპაშიც ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა. კავანის შეძენით “იუვეს” თავდასხმაში ყოველგვარი პრობლემა მოეხსენება”, - განაცხადა მარინომ.
მარინომ ინტერვიუში ისიც დააყოლა, რომ “ატალანტა” თავის დროზე პოგბას იჯარით აყვანასთან ახლოს იყო.
“დიახ “იუვე” პოგბას იჯარით გვითმობდა, მაგრამ უარი თავად პოგბამ თქვა. მან გვითხრა, რომ “მანჩესტერი” მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ სხვა ტოპ გუნდში ეთამაშა”, - აგრძელებს ბერგამოელთა სპორტული დირექტორი.
გამოსარჩევია, რომ პიერპაოლო მარინოსა და “იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.