ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ზაფხულში შესაძლოა მშობლიურ “ბოკა ხუნიორსს” დაუბრუნდეს. ამის შესახებ არგენტინული კლუბის პრეზიდენტმა დანიელ ანგელიჩიმ განაცხადა.
“არ გამიკვირდება თუ ტევესი ჩვენთან ამ წლის ივნისში დაბრუნდება”, - თქვა ანგელიჩიმ.
კარლოს ტევესს “ბებერ ქალბატონთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა არაა გამორიცხული, მან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტოს და “ბომბონერაზე” დაბრუნდეს.
მიმდინარე სეზონში ტევესი იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 14 გატანილი გოლით.