ფეხბურთი

18:15 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” დეპაით ინტერესდება

ლონდონის “ტოტენჰემი” ჰოლანდიის ნაკრებისა და პსვ-ს შემტევით მემფის დეპაით სერიოზულადაა დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა De Telegraaf–ი ავრცელებს.

“დეზების” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო პარასკევს ჰოლანდიაში იმყოფებოდა და დეპაის თამაშის სანახავად, “ალკმაარისა” და პსვ-ს დაპირისპირებას დაესწრო. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონელების მთავარი სამიზნე სწორედ დეპაი იქნება და მასში 20 მილიონი ევროს გაღებას გეგმავენ.

მიმდინარე სეზონში მემფისმა 27 შეხვედრა ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 6-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10955