ფეხბურთი

18:38 | 3.02.2015 | ნანახია 863 - ჯერ

საუკეთესო ბომბარდირისთვის პაიჭაძის სახელობის პრიზი დაწესდა

მიმდინარე სეზონიდან საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი გადაეცემა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პრიზი წელს დააწესა და ეს ინფორმაცია ხსენებული ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რეზო არველაძემ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაციაზე გააჟღერა.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის ძეგლი ნატურალურ ზომებში დაიდგება. ეს იდეა საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ეკუთვნის. ბორის პაიჭაძის ბიუსტს, რომელიც “დინამო არენაზეა”, ფეხბურთელის მშობლიურ სოფელში გადაიტანენ.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2015 ბორის პაიჭაძის წლად გამოაცხადა.

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:44 | 04.02.2015
BEERTRANCE (97819)

ეგ მართლაც კარგი მოფიქრებაა მარა ჯერჯერობით თავს შევიკავებდი პაიჭაძის სახელობის რო იყოს ჯერჯერობით. ასეთი დონის ჩემპიონატის ბომბარდირობაზე პაიჭაძის სახელობის დაწესება პაიჭაძის ხსოვნის დამცირება გამოდის

23:05 | 03.02.2015
Torres9 (12647)

https://www.youtube.com/watch?v=_xofn-kjm3Y

დინამო სპარტა მიმოხილვა

21:20 | 03.02.2015
ficxela10 (4805)

ძალაინაც კარგი, აქამდე რატო ვერ მოიფიქრეს

20:25 | 03.02.2015
გოჩა ბერიძე (505)

გეშველათ ბოლოს???ამის მოფიქრებას 24 წელი ჭირდებოდა???

18:49 | 03.02.2015
JUPITER (1548)

ძალიანაც კარგი იდეაა! აე ჩვენ უკვდავყოფთ ჩვენს ქართველ ლეგენდებს!
ყველა დიდი ქართველი ფეხბურთელი უნდა "გამოვიყენოთ" და ასეთი პრიზები დავაწესოთ.
მაგ: თასის ბომბარდირზეც იყოს პრიზი და ვინც თასის საუკეთესო ბომბარდირი გახდება რამაზ შენგელიას სახელობის პრიზი გადაეცეს

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.081798