ჩოგბურთი

14:44 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ორივე ფრონტზე წარმატებულად თამაშობს

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ფლორიდულ სანრაისში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე ერთეულთა კვალად, წყვილთა თანრიგშიც პირველი გამარჯვება იზეიმა.

შაფათავას და ბრიტანელი ემილი უებლი-სმიტის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელებს (დაბინსი-რიცოლი) დაუპირისპირდა და 4:6, 6:2, 10:5 დაამარცხა.

მეოთხედფინალში სოფო და ემილი კოლუმბიელ ლიზარაზოს და ბერძენ საკარის გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთეულებში შაფათავა მერვედფინალშია გასული, სადაც ამერიკელ მარია სანჩესთან დაპირისპირება ელის. ამ უკანასკნელმა მე-3 განთესვის მქონე გერმანელი დინა პფიცენმაიერი 2:6, 7:6 (7:3), 7:5 დაამარცხა.

0.063801