ფეხბურთი

11:48 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოღალატე სახო – სენეგალი ფეხბურთელს უჩივის

სენეგალის ფეხბურთის ასოციაცია ფიფაში ოფიციალურ წერილს გააგზავნის, რომლის მიხედვითაც “ვესტ ჰემის” თავდამსხმელ დიაფრა სახოს სასჯელი ემუქრება. 25 წლის ფეხბურთელი აფრიკის ეროვნებათა თასზე ტრავმის გამო არ წავიდა. 25 იანვარს კი, სახომ ინგლისის ასოციაციის თასზე “ბრისტოლის” წინააღმდეგ ითამაშა და მატჩის ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე გაიტანა.

როგორც ცნობილია, სენეგალის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელი უკვე ესაუბრა ფიფას ერთ-ერთ წევრს და სახოს დასჯა მოითხოვა. მოსალოდნელია, რომ თავდამსხმელი პრემიერლიგის მატჩებს “ლივერპულის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ არ ჩაატარებს. სენეგალელ გულშემატკივრებს კი ასოციაციის თასიდან “ჩაქუჩების” მოკვეთა სურთ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი და ამჟამად სენეგალის მწვრთნელი ალან ჟირესი სახოს საქციელით გაოცებულია, ინგლისელებს სამედიცინო შემოწმება დაუწუნა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

0.148693