ფეხბურთი

14:45 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო “იებში” ბრუნდება

იტალიური გამოცემა “კორიერ დელო სპორტის” ინფორმაციით, 32 წლის იტალიელი ფორვარდის, ალბერტო ჯილარდინოს ფლორენციის “ფიორენტინაში” დაბრუნება გადაწყვეტილია. გამოცემის ცნობით, იტალიურ გუნდსა და ჩინურ “გუანჯოუს” შორის წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

აქამდე ჯილარდინოს სახელს აქტიურად “პარმასა” და “კალიარის” უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი “არტემიო ფრანკიზე” დაბრუნდება.

ჯილარდინო “ფიორენტინას” შემადგენლობაში 2008-2012 წლებში თამაშობდა და 143 ჩატარებულ შეხვედრაში 59 გოლის გატანაც მოახერხა.

0.111745