სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:41 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” კურტუას ვერ აჯობა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ინგლისის ლიგის თასის 1/2 ფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” შინ ლონდონის “ჩელსი” მიიღო და დიდი უპირატესობის მიუხედავად გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხა, რაც პირველ რიგში სტუმართა ახალგაზრდა მეკარის ტიბო კურტუას დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-15 წუთზე სტივენ ჯერარდი შორეული გასროლით დაემუქრა კურტუას კარს, მაგრამ ბელგიელმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. მერსესაიდელებს გეგმები გვარიანად აურია ემრე ჩანის შეცდომამ, რომელმაც მე-17 წუთზე ედენ აზარი წააქცია საჯარიმოში, რისთვის მარტინ ატკინსონმა პენალტი დანიშნა მინოლეს კარის მიმართულებით. 11-მეტრიანი დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. “ლივერპული” გაშვებულმა გოლმა ოდნავ დააბნია და პირველ ნახევარში გააზრებული შეტევების შექმნა უჭირდა.

სამაგიეროდ, “წითლებმა” მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – რაჰიმ სტერლინგმა შესანიშნავად ითამაშა და მშვენიერი დრიბლინგი ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. “ლივერპულმა” გატანილი გოლის შემდეგაც განაგრძო ზეწოლა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. 68-ე წუთზე სტივენ ჯერარდი დარტყმული ძელმა მოიგერია, ხოლო 74-ე წუთზე კურტუამ ჯერ ჰენდერსონს აუღო, ხოლო დამატებაზე სტერლინგის დარტყმულს დახვდა მზად. ბოლო საგოლე შანსი მასპინძლებს მე-80 წუთზე შეექმნათ, რაჰიმ სტერლინგმა საჯარიმოს მისადგომებთან დაუგდო ბურთი ადამ ლალანას, რომელმაც ძალიან ძლიერად გაისროლა, მაგრამ კურტუამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ურთულესი დარტყმა კუთხურზე მოიგერია - 1:1.

საპასუხო შეხვედრა “სტემფორდ ბრიჯზე” 27 იანვარს გაიმართება.

ლივერპული – ჩელსი 1:1 (0:1)

ლივერპული, “ენფილდი”

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, ჩანი, შკრტელი, სახო, ჰენდერსონი, ლეივა, მარკოვიჩი, მორენო, ჯერარდი (ლალანა 70), კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ფელიპე ლუისი, მატიჩი, მიკელი, ვილიანი (აზპილიკუეტა 87), ფაბრეგასი, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 აზარი (18 პენ.), 1:1 სტერლინგი (59).
გაფრთხილებები: ჯერარდი, ლეივა – ფელიპე ლუისი, მიკელი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 19(6)-2(1), ჯარიმა: 5-13, კუთხური: 7-0, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-5

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113405
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X