გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მე-3 მატჩი ჩაატარა და საფრანგეთში “ლიმოჟთან” 70:81 დამარცხდა. გადამწყვეტი დასკვნითი მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა 20:10 მოიგეს.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14:37 წუთში კი 2 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
შერმადინმა 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
სამ ტურში ერთი მოგებით კანტუელები J ჯგუფში ბოლო ადგილზე აღმოჩნდნენ, მომდევნო მატჩს კი იმავე “ლიმოჟთან” უკვე შინ, 28 იანვარს ჩაატარებენ.