ფეხბურთი

12:18 | 17.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” თურქეთამდე სამი სპარინგი დაგეგმა

თურქეთში შეკრებაზე გამგზავრებამდე გორის “დილა” სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

გორელი ფეხბურთელები, რომლებიც უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის 10 იანვრიდან ემზადებიან, 20 იანვარს თბილისის “ვიტ ჯორჯიას” შეხვდებიან, ხოლო 24 იანვარს – რუსთავის “მეტალურგს”. ორივე მატჩი გორელთა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება.

“დილა” თურქეთში 28 იანვარს წავა, ხოლო ერთი დღით ადრე თბილისში ბოლნისის “სიონთან” ისპარინგებს.

0.126594