სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

11:57 | 15.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ციურიხში გამართულ ფიფას 2014 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გახდა, რომლის გაწვრთნილმა გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. გამოკითხვაში ლიოვმა კარლო ანჩელოტისა (“რეალი”, იტალია) და დიეგო სიმეონეს (“ატლეტიკო”, არგენტინა) აჯობა. გერმანიის საფეხბურთო კავშირთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, იოაჰიმ ლიოვი ბუნდესნაკრებს 2016 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის, ჩვენ კი მოკლედ მის მიერ ამ პოსტზე გავლილი გზა გავიხსენოთ.

გერმანიის ნაკრების დამოუკიდებლად გაწვრთნას ლიოვი 2006 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუდგა და ბუნდესნაკრების დამრიგებლობა ზედიზედ 5 მოგებით, გუნდის მიერ 23 გატანილი გოლით და ერთადერთი გაშვებული ბურთით დაიწყო. ასეთი დებიუტი გერმანელთა არცერთ წინა მწვრთნელს არ ჰქონია. ასე რომ, იოაჰიმმა სანაკრებო-სამწვრთნელო კარიერის დასაწყისშივე ისეთ სპეციალისტებს აჯობა, როგორებიც ზეპ ჰერბერგერი, ჰელმუტ შიონი, ფრანც ბეკენბაუერი არიან. საშუალოდ მატჩში დაგროვილ ქულათა რაოდენობითაც ლიოვი ყველა თავის წინამორბედს სჯობს.

იოაჰიმ ლიოვის პირველი საბუნდესმანშაფტე გამოცდა ევრო2008-ის შესარჩევი ეტაპი იყო. მართალია, გერმანელებმა საკვალიფიკაციო ციკლში მეორე ადგილი დაიკავეს ჩეხეთის შემდეგ, მაგრამ მესამეზე გასულ ირლანდიას 10 ქულით აჯობეს და ავსტრია-შვეიცარიაში გამოსვლის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდეს.

მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, ევროპის 2008 წლის ჩემპიონატზე ალემანთან ნაკრების გამოსვლა ლიოვს აქტივში სამართლიანად ჩაითვალა. ჯგუფურ ეტაპზე გერმანელებმა პირველი ადგილი ხორვატიას “დაუთმეს”, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ერთნაირი ანგარიშით (3:2) დაამარცხეს პორტუგალიელები და თურქები. ორივე შეხვედრა მძიმედ წარიმართა გერმანელებს კი ოსტატობასთან ერთად მტკიცე ხასიათის ჩვენებაც მოუწია. ვენის “ერნსტ ჰაპელ შტადიონის” ფინალში კი ლუის არაგონესის “ფურია როხამ” იოაჰიმ ლიოვის ბუნდესმანშაფტს არა მარტო ფერნანდო ტორესის ეფექტური გოლით, თამაშითაც აჯობა.

სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გერმანიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად სამართლიანად იყო მიჩნეული. ლიოვმა “შავი კონტინენტის” სამხრეთით ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული გუნდი ჩაიყვანა. ჯგუფურ ეტაპზე გერმანელებს თავი დიდად არაფრით გამოუჩენიათ, შემადგენლობაც არცთუ ძლიერი იყო, მერვედფინალში ინგლისელთა 4:1 ძლევის შემდეგ კი ყველა ერთხმად ალაპარაკდა იოაჰიმ ლიოვის გუნდის ამბიციასა და საპრიზო ადგილის დაკავების საფუძვლიან პერსპექტივაზე. საამისოდ კი ბუნდესმანშაფტს დიეგო არმანდო მარადონას “ალბისელესტე” უნდა ჩამოეშორებინა გზიდან.

2009 გაზაფხულზე ტესტ-მატჩში არგენტინამ გერმანია პრაქტიკულად ნებისმიერ საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა და დაამარცხა, ლიოვმა წაგება სათანადოდ გააანალიზა და გუნდის თამაშიც დაალაგა. ამას არგენტინელების წინააღმდეგ გამოსვლისას სათანადო თამაში და შედეგი მოჰყვა. ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები უკვე ვისენტე დელ ბოსკეს “ფურია როხას” გადაეყარა და როგორც ევროპირველობაზე, სამხრეთ აფრიკაშიც 0:1 წააგო, მესამე ადგილისთვის ჩატარებულ შეხვედრაში კი ბუნდესმანშაფტმა ურუგვაის 3:2 ძლევით კიდევ ერთი დასამახსოვრებელი საფეხბურთო თრილერი აჩუქა გულშემატკივრებს.

ევრო2012-ის საწყის სტადიაზე საუკეთესო თამაშს სწორედ იოაჰიმ ლიოვის გუნდი აჩვენებდა. ურთულეს ჯგუფში ალემანებმა სამივე მეტოქეს (პორტუგალია, ჰოლანდია, დანია) მოუგო, მეოთხედფინალში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთთან (4:2), ნახევარფინალში იტალიასთან კი უმრავლესობას ლიოვის კრებული ფავორიტად მიაჩნდა...

“სკუადრა აძურასთან” განცდილი მტკივნეული მარცხი ლიოვმა მძიმედ გადაიტანა. ვარშავაში 0:2 წაგების შემდეგ ბუნდესნაკრების დამრიგებელს კრიტიკა არ ასცდა, აქაოდა, სასტარტო შემადგენლობა არასწორად შეარჩიაო. ლიოვმა კრიტიკოსებს პასუხი 6 თვის შემდეგ გასცა და აღიარა, ჩეზარე პრანდელის გუნდის წინააღმდეგ გამოსვლისას ალბათ უმჯობესი იქნებოდა სასტარტო შემადგენლობაში ტონი კროოსისა და მარიო გომესის ნაცვლად ტომას მიულერი და მიროსლავ კლოზე დამეყენებინა და ისიც აღიარა, ევროპირველობის ნახევარფინალის მსვლელობისას მატჩის მიმდინარეობის ხასიათზე ზეგავლენა ვერ მოვახდინეო.

ბრაზილიაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიოვი ყველა მატჩში სათანადოდ არჩევდა სასტარტო შემადგენლობას და დროულ, საჭირო შეცვლებსაც აკეთებდა. ალჟირთან შურლეს მეორე ტაიმის საქმეში ჩართვამ არაბთა წინააღმდეგობის გატეხვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. შურლემ შეასრულა საგოლე პასი ფინალში, რასაც გიოტცეს ეფექტური და რაც მთავარია, გადამწყვეტი გოლი მოჰყვა. ლიოვმა ზუსტად იცოდა, საწყის თერთმეტეულში როდის დაეყენებინა ვეტერანი მირო კლოზე და ფორვარდმაც დამრიგებელს იმედი გაუმართლა. ამასთან, კლოზე მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიის საუკეთესო გოლეადორი გახდა.

დაკვირვებული გულშემატკივარი შეამჩნევდა, ბრაზილიის სტადიონებზე მიმდინარე ტურნირისას ლიოვს რამდენიმე სათამაშო გეგმა-ვარიანტი ჰქონდა შემუშავებული. ერთის მიხედვით გერმანია დომინირებდა, პრაქტიკულად 5 ფორვარდით უტევდა მეტოქეს. ამ გეგმამ ყველაზე კარგად პორტუგალურ ენაზე მოსაუბრე ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული ნაკრებების წინააღმდეგ იმუშავა - ალემანებმა ეს ორი მატჩი ჯამში 11:1 მოიგეს. მეორე გეგმა მკაცრად შედეგზე იყო ორიენტირებული. სამი საყრდენი ფრთხილად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მიიწევდა წინ, მოწინააღმდეგის შეტევისას კი სწრაფად ბრუნდებოდა საბაზო პოზიციაზე. ასე ჩაატარა გერმანიამ მეოთხედფინალი საფრანგეთთან და დიდწილად ფინალიც, როდესაც კროოსი შედარებით უკან იყო დახეული.

ვერ ვიტყვით, რომ გერმანიას არგენტინაზე ან ჰოლანდიაზე მეტად ეკუთვნოდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, თუმცა, ისიც ხაზგასასმელია, “ბუნდესმანშაფტის” სახით პლანეტის საფეხბურთო ფორუმს ღირსეული ტრიუმფატორი რომ ჰყავს, იოაჰიმ ლიოვი კი ზეპ ჰერბერგერის, ჰელმუტ შიონისა და ფრანც ბეკენბაუერის მხარდამხარ კიდევ ერთი გერმანელი მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი გახდა...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114799
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X