რაგბი

16:56 | 16.09

რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა დაუდასტურა.

16:56 | 14.09

ვიტო კოლელიშვილმა კარიერა დაასრულა

ბორჯღალოსანმა ვიტო კოლელიშვილმა, ტრავმით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, მოთამაშის კარიერა ოფიციალურად დაასრულა. მაგრამ 30 წლის სპორტსმენი რაგბში რჩება და სამომავლოდ მწვრთნელობას გეგმავს, რათა საკუთარი გამოცდილება მომავალ თაობებს გაუზიაროს.

200479,200421

19:32 | 18.09

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, ისევე როგორც მთელი ქართული საზოგადოება, შეძრა რაგბის კავშირის ოფისთან 16 სექტემბერს მომხდარმა ფაქტმა. ჩვენ, გამგეობის წევრები, ვგმობთ ამ საქციელს და მიგვაჩნია, რომ ...

19:20 | 16.09

რაგბის კავშირის შენობაში, სადაც მორაგბე დაჭრეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

შემთხვევის ადგილზე პოლიციელებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა რამდენიმესაათიანი სამუშაოები დაასრულეს და ტერიტორია რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.

22:32 | 10.09

"ბორჯღალოსნების" კალენდარი შემოდგომის ერთა თასზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შემოდგომის ერთა თასის 2020 წლის გათამაშებაში (არაოფიცალურად 8 ერი) მიიღებს მონაწილეობას. „ბორჯღალოსნების“ კალენდარი ამ ახალ და ექსპერიმენტალურ ტურნირზე ასეთია:

22:03 | 10.09

ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიასთან ტესტმატჩს გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ტესტმატჩს ჩაატარებს. ინფორმაცია სქოთების რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა.

17:13 | 10.09

ბორჯღალოსნები ‘შემოდგომის ერთა თასი 2020’-ზე (6 ერი, ფიჯი და საქართველო) იასპარეზებენ

სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ...

14:03 | 09.09

გიგაშვილი ტოპ 14-ის პირველი ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და "ტულონის" მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი, ტოპ 14-ის 2020/2021 წლების სეზონის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა.

13:07 | 09.09

ექვს ერთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ბოლო დროს, სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოდგომაზე გასამართ, ეგრეთ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

10:23 | 09.09

დავით კაჭარავამ კარიერა დაასრულა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ დავით კაჭარავამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა, სადაც წერია, რომ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერა დაასრულა.

15:59 | 08.09

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - მატჩი პირველ ნოემბერს გაიმართება

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ბორჯღალოსნებისა და რუსეთის ნაკრების გადადებული, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრა თბილისში პირველ ნოემბერს გაიმართება.

14:49 | 08.09

Telegraph: საქართველოს ნაკრები რვა ერში ითამაშებს და შეიცვალა ჯგუფიც

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაცია უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

0.677911