ფორვარდი ზვიად ანთაძე (20.12.88, 198სმ, 105კგ) ქვეყნის პირველი ჩემპიონის “დინამოს” რიგებში ვარჯიშობს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ანთაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ანთაძემ ბოლო, 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი “შსს აკადემიაში” გაატარა და თანაგუნდელებთან ერთად როგორც საქართველოს ჩემპიონი, ისე თასის ფლობელი გახდა.
ძალოვნების გარდა, ანთაძეს სუპერლიგის მონაწილე კიდევ რამდენიმე გუნდში (სტუ, “სოხუმი”, “მაკაბი”...) აქვს ნათამაშები.