ფეხბურთი

0:44 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზუგდიდელთა პირველი სპარინგი

ზუგდიდელთა დამრიგებელმა ნესტორ მუმლაძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაინიშნა გუნდში ოფიციალურად, დღეს პირველი ამხანაგური მატჩიც გამართა.  ს.კ“ზუგდიდი“  ბაიას ბაზაზე, თანაქალაქელ, პირველი ლიგის ბინადარს, „ლაზიკას“ დაუპირისპირდა. მუმლაძეს ფაქტიურად საუმაღლესო გუნდის მშენებლობა საწყისი ეტაპიდან  უწევს, ვინაიდან,  წინა სეზონის დასრულების შემდეგ, ზუგდიდელთა ძირითადი შემადგენლობა წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. ამით იყო გამოწვეული, რომ მუმლაძემ, ზუგდიდელთა რიგებს წინა დღეს შემოერთებული რამდენიმე ფეხბურთელი, დღევანდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.  დღეიდან, ზუგდიდელთა რიგებს  შეუერთდნენ, მეკარე, რევაზ თევდორაძე, მცველები ლაშა ღონღაძე და  დათო ლომაია.  გარდა ამისა ზუგდიდს ვაკო ტყემალაძე დაუბრუნდა, რომელიც ბოლო დროს მარტვილის „მერანში“  ვარჯიშობდა.

  რაც შეეხება თამაშს – პირველი ამხანაგური მატჩის კვალობაზე, უინტერესო არ ყოფილა და ბაიას ბაზაზე შეკრებილმა, საკმაოდ მრავალრიცხოვანმა პუბლიკამ 4 გატანალი გოლი იხილა. შეხვედრის საწყის წუთებზე  „ლაზიკა“ დაწინაურდა, გოლი მეტოქის კარში მამუკა ჭკადუამ გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ, „ზუგდიდი“ გააქტიურდა და ორჯერ კუკავას, თითოჯერ ლომიას და სამუშიას მიეცათ გოლის გატანის რეალური შანსი, თუმცა  უშედეგოდ. „ზუგდიდმა“ პირველი ნახევრის მიწურულს ანგარიში მაინც გაათნაბრა. წურწუმია–ლომიას ჩინებული გადაცემა, კობერიძემ ეფექტური გოლით დაასრულა.

  მეორე ტაიმში ორივე გუნდში შემდგენლობები მთლიანად შეიცვალა. ახალბედა ფეხბურთელებიც,  მეორე ნახევარში  თითო გოლს გამორჩნენ. თავდაპირველად „ზუგდიდი“  წინ გულორდავამ გაიყვანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე წონასწორობა ჩხაიძემ აღადგინა–ამ უკანასკნელის გოლიც აღნიშვნის ღირსია.  გუნდებმა კი ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

ზუგდიდი თევდორაძე (საბეკია), რიგვავა (დ.ქირია), ლ.ღონღაძე (კალანდარიშვილი), დ.ლომაია (კ. ქომეთიანი), კ.ახალაია (აკობია), ტყემალაძე (ჭაავა), გვაზავა ( კობერიძე), სამუშია (გ. ქირია), ლომია (ჩანგელია), წურწუმია (თოლორაია), კუკავა (ფარჯიკია)

 ლაზიკა:  რ.მაქაცარია, ბ.ქირია (ჩქვანავა), ხუხია (გაგუნი), ჭითანავა (მამულია), კოპალიანი (გვასალია), კუტალია (ქარდავა),, შონია  (ჩხაიძე), ლომაია (დემიანისი), ჭკადუა  (ცაავა), ლაგვილავა (ხარაბაძე), ცაგარეიშვილი

http://fczugdidi.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114618