ფეხბურთი

20:53 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონმა", შესაძლოა, არსებობა შეწყვიტოს

    საქართველოს ორგზის ჩემპიონი, თასის, სუპერთასის და გასული სეზონის ვერცხლის პრიზიორი "ზესტაფონი", შესაძლოა, დაიშალოს. "მსოფლიო სპორტმა" კულუარული ინფორმაციით შეიტყო, რომ იმერელთა პრეზიდენტი ილია კოკაია კლუბის დაშლას სერიოზულად ფიქრობს.

მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ზესტაფონი" "ტრნავასთან" უშანსოდ დამარცხდა. სანდო წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი კლუბის არადამაკმაყოფილებელი შედეგია. აგრეთვე სახელდება საკვანძო ფეხბურთელების მაღალი ანაზღაურებაც.

"მსოფლიო სპორტი" კლუბის სპორტულ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს დაუკავშირდა და აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვა.

_ არა, არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ კლუბი არ დაიშლება. "ზესტაფონში" რამდენიმე ცვლილება იგეგმება.

_ კონკრეტულად რა ცვლილებებზეა საუბარი?

_ ამას ახლა ვერ გეტყვით, რამდენიმე დღეში ყველაფერი საჯაროდ გახდება ცნობილი.

გიორგი ბალახაძე

თეგებიზესტაფონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111069