ფეხბურთი

21:31 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი" "მიხეილ მესხზე" გამოფხიზლდა

დღეს "მიხეილ მესხზე" საქართველოს მეოთხე ტურის ერთ-ერთი გადადებული მატჩი "სიონსა" და "ზესტაფონს" შორის გაიმართა. როგორც ბოლნისელები, ასევე იმერლები ბოლო ტურის შეხვედრებში მოგებას ვერ ახერხებდნენ და საბოლოოდ "ზესტაფონმა" ნავსი გატეხა.

მატჩის დასაწყისში არცერთ გუნდს რაიმე სერიოზული მომენტი არ შეუქმნია. მცირე უპირატესობას "ზესტაფონი" ფლობდა. ერთადერთი ნათელი წერტილის გაელვება პირველი ტაიმის 34-ე წუთზე მოხდა, შარიქაძემ ჭანტურიშვილი მარცხენა ფლანგზე მოძებნა, ამ უკანასკნელმა ცენტრისკენ შეიწია და ბათიაშვილისგან შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა.

ზესტაფონელებმა ბოლნისელებს გამოფხიზლების საშუალება არ მისცეს, სამ წუთში ილურიძე ბათიაშვილის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთთან პირველი გაჩნდა და გოლის გატანა აღარ გასჭირვებია - 2:0.

მეორე ტაიმში "სიონი" ცოტათი გამოცოცხლდა. შესვენების შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერები დავით სირაძე და ვილი ისიანი შემოვიდნენ. ბოლნისელები, როდესაც აგებენ, გამოფხიზლება მაშინ ეტყობათ ხოლმე. ჯერ იყო გრიგალაშვილმა უგულავას წინააღმდეგ მეკარის საჯარიმოში ცოტა უხეშად ითამაშა და მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა, შემდეგ ისიანმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, ერთ მცველს გაცდა, მეკარისგან შორეულ კუთხეში კი დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

ბილნისელთა აქტიურობამ შედეგი მხოლოდ მე-80 წუთზე გამოიღო. მარჯვენა ფლანგიდან ხიზანეიშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აუღელვებლად მიიღო და ბოიან პავლოვიჩს შანსი არ დაუტოვა.

ბოლნისელები ერთი ბურთის გაქვითვის შემდეგ ვაბანკზე წავიდნენ, მაქსიმალურად უტევდნენ. თუმცა, მატჩის მიწურულს "ზესტაფონის" სწრაფი კონტრშეტევის დროს  დაჩი ფოფხაძემ ბურთის მოგერიება დააგვიანა, რითაც ენდელაძემ ისარგებლა, მცველს ბურთი მოპარა და შეცვლაზე შემოსულ კაპანაძეს ცარიელ კარში გაატანინა – 3:1 “ზესტაფონის” სასარგებლოდ.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმერლები ერთ-ერთი ლიდერის ჯაბა დვალის გარეშე ასპარეზობდნენ და გამარჯვებას მაინც მიაღწიეს.

ბოლო სამი მატჩის წაგების შემდეგ "ზესტაფონმა" გამარჯვების გემო გაიხსენა. რაც შეეხება "სიონს", ბოლნისელთა თავკაც ლადო ბურდულს, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო დღეს თავისი შეგირდების თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, აშკარად ბევრი შრომა მოუწევს. "სიონი" უკვე მეოთხე თამაშია ვერ იგებს. მომდევნო ტურში ბოლნისელები რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდებიან, ხოლო "ზესტაფონი" შინ "შუქურას" მიიღებს.

16 სექტემბერი. თბილისი. "მიხეილ მესხი"

"სიონი" - "ზესტაფონი" 1:3 (0:2)

"სიონი":  ბათიაშვილი, კვარაცხელია, კანდელაკი, ფოფხაძე, ხიზანეიშვილი, გოგობერიშვილი, ცხადაია (სირაძე 55), განუგრავა, ლობჟანიძე, გაფრინდაშვილი (ისიანი 46), უგულავა (ჭიკაიძე 78).

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული

"ზესტაფონი":  პავლოვიჩი, გაგოშიძე, გრიგალაშვილი, ხიდეშელი, ფერეირა, სარდალიშვილი (ფანცულაია 90), ჭანტურიშვილი, შარიქაძე, გვალია, ჭანკოტაძე (ენდელაძე 83), ილურიძე (კაპანაძე 73).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გეგუჩაძე

გოლი: 0:1 ჭანტურიშვილი (34), 0:2 ილურიძე (37), 1:2 კვარაცხელია (80), 1:3 კაპანაძე (90)

გაფრთხილება: დაჩი ფოფხაძე (59) - გიორგი ჭანკოტაძე (35), ლევან შარიქაძე (50), ვახტანგ ჭანტურიშვილი (67).

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

 

1      დინამო თბ.                                                                           5           4           0           1           12:5           12          
2 სამტრედია 5 3 1 1 7:5 10
3 დინამო ბთ. 5 3 0 2 6:5 9
4 მეტალურგი 4 2 2 0 5:1 8
5 ტორპედო 5 2 2 1 5:3 8
6 დილა 4 2 1 1 4:1 7
7 სპარტაკი 5 2 1 2 3:5 7
8 ზესტაფონი 5 2 0 3 12:7 6
9 ვიტ ჯორჯია 5 2 0 3 4:3 6
10 შუქურა 5 1 3 1 4:9 6
11  სიონი 5 1 2 2 5:7 5
12 ჩიხურა 4 1 1 2 3:4 4
13 მერანი 5 1 1 3 4:7 4
14 კოლხეთი 4 1 1 2 2:5 4
15 ზუგდიდი 4 0 3 1 2:3 3
16 გურია 4 0 2 2 0:8 2

 

მეგოლეები:

3 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი მოდებაძე (დილა), ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

გიორგი ბალახაძე

0.118851