რაგბი

22:43 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ყოჩები” “არმიამ” შეაჩერა

რეფერიმ ბოლო შეტევა ბრძანა და თბილისის “არმიამაც” მეტოქის 22-თან დერეფანი ააგდო. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, “ყოჩების” დაცვა არ შედრკა და მან მეტოქეს უკანაც კი დაახევინა, მერე ბურთი დაახლოებით 10-მეტრიან ხაზთან მამუკა ნინიძეს მიუვიდა, რომელმაც არეკნი დაჰკრა და ბურთი ფარფატ-ფარფატით ქვედა ძელს უკან რამდენიმე სანტიმეტრზე ჩაეშვა.

ამრიგად, “არმიამ” “ყოჩები” 16:15 დაამარცხა და ბოლნისელთა შვიდამატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. ეს საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურში მოხდა და ცხადი შეიქმნა, რომ პირველ-მეორე ადგილისთვის” ბრძოლას ერთი გუნდი გამოაკლდა.

ბოლნისში, “თამაზ სტეფანიაზე” ამ თამაშამდე ბავშვთა ფესტივალი გაიმართა, მერე პატარებმა ტრიბუნებზე გადაინაცვლეს და ისინი მთელი 80 წუთი არ გაჩერებულან. ვერც გაჩერდებოდნენ, რადგან მოედანზე ნამდვილი დრამატული ბრძოლა გაიმართა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე ვერავინ იტყოდა გამარჯვებული ვინ დარჩებოდა. არმიელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, მაგრამ მათი შერკინება მაინც მძლავრად გამოიყურებოდა, ბოლნისელები თავგამოდებით იბრძოდნენ და ამ ყველაფერმა ქვემო ქართლში დადებითად დამუხტული გარემო შექმნა.

მატჩის დებიუტი “არმიასი” იყო, რომელმაც მეტოქის წითელ ზოლში თითქმის 10 წუთი გაატარა. სტუმრებმა მე-2-ე წუთზე ჯარიმით სცადეს ანგარიში გახსნა, მაგრამ ნინიძემ 22-ის ხაზიდან არაზუსტად დაარტყა, ხოლო დარჩენილ დროში მათ დერეფნიდან აგორებული მოლებით თუ რაქიდან მოკლე დარტყმებით სცადეს დაცვის გარღვევა, მაგრამ მასპინძლებმა გაძლეს მეტოქეს უკან დაახავენის. მე-17-ე წუთზე უკვე მათ ააგორეს კარგი მოლი და გიორგი თხილაიშვილის ნაცვლად მოედანზე დროებით შესული ლაშა თავართქილაძე დაჯარიმდა.

თემურ სოხაძემ ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა, 23-ე წუთზე “ყოჩების” მორიგ მოლს კვლავ ჯარიმა მოყვა და სოხაძე დაახლოებით 35 მეტრიდან კვლავ ზუსტად დაჰკრა. სამ წუთში თითქმის იმავე პოზიციაზე მოგებული დერეფნის შემდეგ, ბოლნისელებმა თამაში გაშალეს, მარცხენა ფლანგზე გარღვევა არშედგა, მაგრამ “არმია” ისევ დაჯარიმდა და სოხაძემ მეორე კუთხიდან გაიტანა - 9:0. თბილისელებს გარკვეული დრო დაჭირდათ შოკიდან გამოსასვლელად, ისინი დაცვაში გმირულად მოთამაშე ბოლნისელების დაცვას ვერ არღვევდნენ, მაგრამ 31-ე წუთზე ბაჩანა გოგიშვილი ირაკლი ღვინჯილიაზე მაღალი ბოჭვისთვის დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა.

“არმიას” მეტობის გამოყენების შანსი მიეცა და გიორგი შკინინმა შებრუნებული გადაცემის შემდეგ ხაზი გაჭრა, ჩათვლი მოედნამდეც თითქმის არაფერი რჩებოდა, მაგრამ ბურთი წინ გაუვარდა. 38-ე წუთზე თბილისელებმა აღარ გარისკეს და ჯარიმის დარტყმის უფლება რომ მიიღეს ნინიძემ სხვაობა შეამცირა. შესვენებამდე დარჩენილ დროში გააზრებული ეტევა “ყოჩებმაც” განახორციელა, ირაკლი გეგენავამ ბურთი ფეხით შეიცურა და მიყვა, მაგრამ მცველმა მისი აღება დაასწრო და აუტში გავიდა, 5-მეტრა დერეფანში კი, ბურთი დაიკარგა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ნინიძეს ორჯერ მიეცა სხვაობის კიდევ უფრო შემცირების შანსი, მაგრამ დარტყმები არაზუსტი იყო. მერე სოხაძემ სცადა დაახლოებით 55 მეტრიდან მეტოქის კარის აღება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. “არმიამ” შეცვლებს მიმართა, დასვენებულმა მორაგბეებმა მათი შერკინების თამაში კიდევ უფრო გააძლიერა და 58-ე წუთზე მორიგ ჯარიმას დავით ხიდეშელის სინბინი მოყვა. კაცნაკლულმა “ყოჩებმა” 5 წუთი გაძლო, მერე შერკინებაში ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, ნინიძემ კი, გარდასახვიდან საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ორჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება - პირველი დარტყმა სოხაძეს გაუცუდდა, მეორედ კი, კარის გასწვრივ დაახლოებით 20 მეტრში ლევან გოგოლაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და მერე შემტევი გუნდი დაჯარიმდა, არადა გუნდის კაპიტანს ამ პოზიციიდან წესით 3 ქულის აღება არ გაუჭირდებოდა. ეს 73-ე წუთზე დადასტურდა, როდესაც “არმიამ” მეტოქის ნახევარზე დაკარგა ბურთი, “ყოჩების” სწრაფი შეტევის შეჩერება კი, იმავე პოზიციაზე ჯარიმით შეჩერდა და სოხაძემ საკუთარგუნდს უპირატესობა დაუბრუნა - 12:10.

განახლდა თუ არა თამაში, უკვე მასპინძლები დაჯარიმდნენ და ნინიძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ 77-ე წუთზე კი, სტუმრები შერკინებაში დაჯარიმდნენ და სოხაძემ გულშემატკივართა გასახარად კვლავ ზუსტად დაარტყა. დარჩენილმა დრომ “არმიას” იერიშებში ჩაიარა. “ყოჩებმა” 22-ში მეტოქისთვის ბურთის ართმევა მოახერხა და ის აუტში გაიტანა, მაგრამ რეფერიმ კიდევ 30 წამი დარჩაო და ამდენი ჯარიმის გამცუდებელმა ნინიძემ შორეული არეკნით გუნდს გამარჯვება მოუტანა - 16:15.

ამასობაში, საბოლოოდ გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ჩემპიონობისთვის ფლეი ოფში იბრძოლებენ. თბილისში “აკადემიამ” უჩვეულოდ დიდი ანგარიშით - 52:15 დაამარცხა “არმაზი” და ამ უკანაკნელს ექვსეულში შესვლის თეორიული შანსიც აღარდარჩა. სამაგიეროდ, აკადემიელებმაორის საპასუხოდ 7 ლელო რომ გაიტანეს პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს.

ეს იმიტომ, რომ “ბათუმი” “ლოკომოტივთან” ბრძოლაში დამარცხდა, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა და “აკადემიას” 1 ქულით ჩამორჩა. თბილისელებმა საწყის 10 წუთში ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ მეტოქე მედგრად რომ იბრძოდა პრემიაზე თამაში აღარ გარისკეს, მეორე ტაიმში უპირატესობა არეკნით და ჯარიმით გაზარდეს და 4 ქულა ჩაიწერეს. ისინი ამჟამად მეორე ადგილზე არიან და ხვალინდელ მატჩს ელოდებიან, რომელშიც “ლელო” “აიას” ეთამაშება.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი

XVII ტური

12 აპრილი

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 150 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - არმია (თბილისი) 15:16 (9:3)

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. გეგენავა, 13. გაბუნია, 12. გარუჩავა, 11. გოგოლაშვილი (კვარაცხელია 68), 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 71, მაისურაძე 78), 2. ხიდეშელი, 3. შენგელია (ხოსიტაშვილი 48), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ხვისტანი 63), 6. გუგეშაშვილი (ხოსიტაშვილი 34-41, ჯინჭარაძე 60-68), 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე (ტვილდიანი 66-73).

5 ჯარიმა: სოხაძე

2 სინბინი: გოგიშვილი, ხიდეშელი

არმია: 15. ნინიძე, 14. ნუცუბიძე (გაბროშვილი 48), 13. ჩხიკვაძე, 12. გაგოშვილი, 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი (ჯიმშელაძე 80), 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 63); 1. ქორიძე, 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 56), 3. გურგენაძე (ზაქაშვილი 56), 4. ჩიტიძე (უჩავა 75), 5. ცხადაძე (სურგულაძე 56), 6. თხილაიშვილი (თავართქილაძე 16-19, 34-41 ), 7. კალმახელიძე (თავართქილაძე 58), 8. დარასელია.

1 ლელო: საჯარიმო

1 გარდასახვა: ნინიძე

2 ჯარიმა: ნინიძე

1 არეკნი: ნინიძე

 

თბილისი. “შევარდენი”. 200 მაყურებელი

აკადემია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 52:15 (24:5)

აკადემია: 15. მაკაროვი, 14. კალანდარიშვილი, 13. წასიძე, 12. სიჭინავა (ჯ. ღამბაშიძე 40+), 11. მათიაშვილი, 10. შ. დავითაშვილი, 9. ქოპილაშვილი (ჩაბრაძე 68); 1. მაზმიშვილი (ფეიქრიშვილი 65), 2. წვერავა, 3. გ. ღამბაშიძე, 4. მაღლაკელიძე (ნებულიშვილი 66), 5. ბერიკაშვილი (ჩაჩუა 80), 6. ნიბლაძე, 7. გოგლიძე, 8. გოგოლაძე (მოსეშვილი 70).

7 ლელო: მაკაროვი, კალანდარიშვილი, გოგოლაძე, მათიაშვილი, ქოპილაშვილი (2), ნებულიშვილი

7 გარდასახვა: მათიაშვილი

1 ჯარიმა: მათიაშვილი

1 სინბინი: მოსეშვილი

არმაზი: 15. ჩხაიძე, 14. სირაძე, 13. ნიკოლავა (მეტრეველი 60), 12. მინაშვილი (ცოფურიშვილი 59), 11. ხურცილავა, 10. მისრიაშვილი, 9. მჟავანაძე; 1. გულუხია (ჯიბლაძე 34), 2. ბეგლარიშვილი, 3. მჭედლიძე (ესართია 34), 4. გუგუნაშვილი (კანდელაკი 34, პაპუაშვილი 56), 5. კაჭარავა, 6. ლეკბორაშვილი, 7. გიგაური, 8. ჩაჩხიანი.

2 ლელო: ნიკოლავა, ხურცილავა

1 გარდასახვა: სირაძე

1 ჯარიმა: სირაძე

 

ბათუმი. ანგისა. 200 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ლოკომოტივი (თბილისი) 16:20 (13:14)

ბათუმი: 15. სვინტრაძე (ჩუბინიძე 78), 14. რუქი (მიმინოშვილი 77), 13. ნინიძე, 12. ხონელიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. ოდიშარია, 9. შამულო; 1. ხოჭოლავა (კელენჯერიძე 42), 2. გიგაშვილი, 3. ბერიძე (კაიკაციშვილი 61), 4. ჰოუვსი, 5. ნიუვენჰეიზენი (ალიქაძე 78), 6. ცირეკიძე, 7. კორტავა, 8. გუგუშვილი.

1 ლელო: ბერიძე

1 გარდასახვა: ოდიშარია

3 ჯარიმა: ოდიშარია

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. ჩიტიძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ბიწაძე, 10. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. ელოშვილი (ზარიძე 61), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ბალიაშვილი 61), 4. ხულუაშვილი (ტალახაძე 67), 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი, 8. თავბერიძე (ახვლედიანი 61).

2 ლელო: ქავთარაძე, ბიწაძე

2 გარდასახვა: წიკლაური

1 ჯარიმა: წიკლაური

1 არეკნი: წიკლაური

 

1      არმია                                                     17           12           1           4           435-258           59          
2 ლოკომოტივი 17 13 0 4 387-296 57
3 ლელო 16 11 0 5 440-204 55
4 ყოჩები 17 11 1 5 371-291 52
5 აია 16 10 0 6 331-214 48
6 ჯიქები 17 8 2 7 302-257 43
7 არმაზი 17 8 0 9 281-400 35
8 ხარები 17 4 0 13 214-404 19
9 აკადემია 17 2 0 15 236-390 17
10 ბათუმი 17 3 0 14 257-540 16

 

13 აპრილი

თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი

ლელო (თბილისი) - აია (ქუთაისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11