ფეხბურთი

17:34 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახების თავკაცმა საქართველოსთან საპრინგისთვის შემადგენლობა დაასახელა

ყაზახეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ ბარანეკმა, 14 აგვისტოს საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია დაასახელა.

ყაზახური გამოცემა sports.kz-ს ინფორმაციით, ბარანეკმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:

მეკარეები: ანტონ ცირინი (“ჟეტისუ”), ანდრე სიდელნიკოვი (“აქტობე”), ალექსანდრ მოკინი (“შახტიორი”, ყარაგანდა).

მცველები: ქაირათ ნურდაულეტოვი, ვიქტორ დმიტრენკო (ორივე “ასტანა”), მარკ გურმანი, ალექსანდრ კისლიცინი (ორივე “ქაირათი”), იური ლოგვინენკო, ალექსეი მულდაროვი (ორივე “აქტობე”), კონსტანტინ ენგელი (“კოტბუსი”, გერმანია), ზახარ კორობოვი (“ჟეტისუ”).

ნახევარმცველები: აზატ ნურგალიევი (“ორდაბასი”), მაქსატ ბაიჟანოვი (“შახტიორი”, ყარაგანდა), ვალერი კორობკინი (“ასტანა”), დმიტრი შომკო (“ირტიში”), ანატოლი ბოგდანოვი, ნურბოლ ჟუმასკალიევი (ორივე “ტობოლი”), ჟამბილ კუკეევი, ოლეგ ნედაშკოვსკი (ორივე “ქაირათი”).

თავდამსხმელები: ალექსეი შჩეტკინი (“ატირაუ”), სერგეი გრიდინი (“აქტობე”), იგორ იურინი (“ირტიში”), სერგეი ხიჟნიჩენკო (“შახტიორი”, ყარაგანდა).

ბარანეკმა სარეზერვო ფეხბურთელებიც დაასახელა, რომელთაც იმ შემთხვევაში უხმობს, თუ ზემოთ ხსენებულ მოთამაშეებიდან, რომელიმე ტრავმას მიიღებს:

ანტონ ჩიჩულინი, პაველ შაბალინი (ორივე “ირტიში”), სამატ ოტარბაევი (“ორდაბასი”), სარიკჟან მუჟიკოვი (“ჟეტისუ”), ულან კონისბაევი, მარატ შახმეტოვი, ტანატ ნუსერბაევი (ყველა “ასტანა”), ანდრეი ფინონჩენკო (“შახტიორი”, ყარაგანდა), ვიტალი ვოლკოვი (“ტობოლი”).

მომავალი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, “ასტანა არენაზე” ჩატარდება.

 

0.120276