დუბლინში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის კონგრესზე გაიმართა ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს გოგონათა ნაკრები მოხვდა ჯგუფში ნორვეგიელ, ჰოლანდიელ და ლიტველ თანატოლებთან ერთად. ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე 2 გუნდი გადის.
მნიშვნელოვანია, რომ გაიმართა წილისყრა მასპინძლობის უფლების გამოსავლენადაც, რის შემდეგაც, საკვალიფიკაციო ჯგუფის ტურნირის გამართვა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ერგო.
შესარჩევი ტურნირები 20-22 მარტს უნდა გაიმართოს, ფინალი კი 13-23 აგვისტოსაა მაკედონიაში.
წილისყრის სრული შედეგები ასეთია (მასპინძელი ქვეყნები გამოყოფილია მუქად).
1 ჯგუფი: დანია, საფრანგეთი, სერბეთი, შვეიცარია
2 ჯგუფი: რუსეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ფარერები
3 ჯგუფი: ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, საქართველო
4 ჯგუფი: უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, უკრაინა
5 ჯგუფი: მონტენეგრო, ესპანეთი, სლოვენია, მოლდოვა
6 ჯგუფი: შვედეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, კოსოვო
7 ჯგუფი: პორტუგალია, პოლონეთი, იტალია
8 ჯგუფი: ხორვატია, ბელარუსი, ლატვია
9 ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, ფინეთი
1-6 ჯგუფებიდან ფინალში 2-2 გუნდი გადის, დანარჩენი სამიდან - მხოლოდ გამარჯვებული.
EHF კონგრესი მუშაობას აგრძელებს და ბევრ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელთა შესახებაც დამატებით გაცნობებთ.
geohandball.ge