ფეხბურთი

12:19 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ევროპის ლიგის კლუბები 4 კალათაში გადაანაწილა

დღეს, მონაკოში ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

უეფამ, ბებერი კონტინენტის რიგით მეორე საკლუბო ტურნირისთვის, 48 კლუბი, კოეფიციენტების მიხედვით 4 კალათაში გადაანაწილა.

I კალათა: "სევილია", "ვილიარეალი" (ორივე ესპანეთი), მილანის "ინტერი", "ნაპოლი", "ფიორენტინა" (სამივე იტალია), "ტოტენჰემი" (ინგლისი), პსვ (ჰოლანდია), კიევის "დინამო", ხარკოვის "მეტალისტი" (ორივე უკრაინა), "ზალცბურგი" (ავსტრია), "ლილი" (საფრანგეთი), "კოპენჰაგენი" (დანია)

II კალათა: "სტიაუა" (რუმინეთი), "სტანდარტი", "ბრიუგე" (ორივე ბელგია), "პაოკი", "პანათინაიკოსი" (ორივე საბერძნეთი), "სელტიკი" (შოტლანდია), "ბეშიქთაში", "ტრაბზონი" (ორივე თურქეთი), "დნიპრო" (უკრაინა), "სპარტა" (ჩეხეთი), "ვოლსბურგი", მიუხენგლადბახის "ბორუსია" (ორივე გერმანია)

III კალათა: "ევერტონი" (ინგლისი), "იანგ ბოიზი", "ციურიხი" (ორივე შვეიცარია), ზაგრების "დინამო" (ხორვატია), "ეშტორილი", "რიუ ავე" (ორივე პორტუგალია), "ლეგია" (პოლონეთი), "პარტიზანი" (სერბეთი), "ტორინო" (იტალია), "ფეინოორდი" (ჰოლანდია), "სენტ ეტიენი", "გენგამი" (ორივე საფრანგეთი)

IV კალათა: მოსკოვის "დინამო", "კრასნოდარი" (ორივე რუსეთი), "რიეკა" (ხორვატია), "ლოკერენი" (ბელგია), "ასტერასი" (საბერძნეთი), "სლოვანი" (სლოვაკეთი), "აპოლონი" (კვიპროსი), "ყარაბახი" (აზერბაიჯანი), "ჰიკ" (ფინეთი), "ასტრა" (რუმინეთი), მინსკის "დინამო" (ბელარუსი), "ოლბორგი" (დანია)

ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მატჩები 18 სექტემბერს, 2 და 23 ოქტომბერს, 6 და 27 ნოემბერს და 11 დეკემბერს გაიმართება.

გიორგი ბალახაძე

0.128918