სხვა

14:55 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტალახაძემ მსოფლიო ასწია

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი ლაშა ტალახაძე (+105 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე 19 წლის ქართველმა მძიმეწონოსანმა ორჭიდის ჯამში 411 კილოგრამი დააგროვა და უახლოეს მდევარს, სომეხ გორ მინასიანს 8 კილოგრამით გაუსწრო, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს, რუსეთის ნაკრების წევრ კარენ მარტიროსიანს სულაც 26 კილოგრამით აჯობა.

პირველი მოძრაობა – ატაცი - ტალახაძემ 190 კილოგრამით დაასრულა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე მცირე ოქრო და საბოლოო გამარჯვება კი 221-კილოგრამიანი შტანგის აკვრით მოიპოვა. ცნობისთვის, ეს მეორე ცდაზე შეძლო და ფიცარნაგზე მესამედ აღარც გასულა.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონიცაა - წარმატებას 2011 წლის ევროპირველობაზე მიაღწია. მსოფლიოს მწვერვალი კი პირველად დაიპყრო.

 

ძალოსნობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

 ლიმა. პერუ

 

+105 კგ

1 ლაშა ტალახაძე (საქართველო)      411 კგ (190+221)

2 გორ მინასიანი (სომხეთი)         403 კგ (183+220)

3 კარენ მარტიროსიანი (რუსეთი)          385 კგ (180+205)

 


სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08888