ფეხბურთი

17:12 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძის ფრე, ნერგაძის მარცხი

ფინეთის საფეხბურთო ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) 25-ე ტურში, ტურკუს “ინტერმა”, რომლის ღირსებას ირაკლი სირბილაძე იცავს, სახლში “კუოპიონ პალოსეურას” ვერ მოუგო – 0:0.

ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “ინტერს” 27 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.

იუკონენლიგის (პირველი ლიგა) 22-ე ტურში, “კოოტეეპეემ” გასვლაზე “ოულუსთან” 1:1 ითამაშა. მცველი გიორგი ოსიტაშვილი, რომელსაც აქამდე სასტარტოში მოხვედრის პრობლემა არ ჰქონია, სტუმართა რიგებში თამაშში 89-ე წუთზე ჩაერთო. “კოოტეეპეე” 10-გუნდიან ჩემპიონატს 46 ქულით ლიდერობს.

სამხრეთ აფრიკის PSL-ის მე-4 ტურში, კეიპტაუნის “აიაქსმა” შინ “ბიდვესტ ვიტსს” 3:1 აჯობა. გიორგი ნერგაძემ მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ბიდვესტს” 7 ქულა აქვს და 16 გუნდში მეხუთეა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126929