კალათბურთი

23:58 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შორცანიტისის პრობლემა

თელ ავივის “მაკაბის” ცენტრმა სოფოკლის შორცანიტისმა ახალი სეზონისთვის სამედიცინო შემოწმება მაღალი არტერიული წნევის გამო ვერ გაიარა.

აღნიშნული პრობლემის გამო, “სოფოსთვის” კითხვის ნიშნის ქვეშ არა მარტო ევროლიგისთვის პირველი საწვრთნელი შეკრების გავლა, არამედ, მთლიანად მომავალ სეზონში ასპარეზობა დგას.

29 წლის ბერძენმა ცენტრმა ისრაელის ჩემპიონთან კონტრაქტი 2016 წლამდე გააფორმა, თუმცა, მისთვის ტრავმიანობა უკვე ჩვეულებრივ მოვლენაც იქცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120284