თამაშგარე

10:33 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შეიკი და რონალდუ ქორწილის სამზადისში

სახელგანთქმული პორტუგალიელი ფეხბურთელი, “რეალის” ვარსკვლავი  კრიშტიანუ რონალდუ და ულამაზესი მოდელი ირინა შეიკი, შესაძლოა დაქორწინდნენ. ჟურნალისტებმა შეიკი მაიმის პრესტიჟულ სანაპიროზე თავის აგენტთან ერთად დააფიქსირეს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ირინა ამერიკაში საქმეების მოსაგვარებლად იყო ჩასული. ის და მისი საქმრო რონალდუ, ეგზოტიკურ კუნძულ პორტო-სანტოზე ქორწილს გეგმავენ და სტუმრებს მოსაწვევები უკვე დაუგზავნეს. კრიშტიანუს კი, ისე მოსწონებია ეს ეგზოტიკური კუნძული, რომ ინვესტორების ჯგუფთან ერთად ფეშენებლურ სასტუმროს აშენებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.224754