თამაშგარე

11:10 | 17.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაკირა და პიკე ერთ შვილზე არ გაჩერდნენ

კატალონიას “ბარსელონას“ მცველი, ხერარდ პიკე და მისი მეორე ნახევარი, პოპულარული კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, უკვე მეორე შვილს ელოდებიან. წყვილს პირველი შვილი როგორც იცით წელს, 22 იანვარს ეყოლა და როგორც ჩანს ამის შემდეგაც დრო უქმად არ დაუკარგავთ.

შაკირას რიგით მეორე ორსულობა ცოტა ხნის წინ, მომღერლის მიერ არგენტინაში გამართულ კონცერტზე გამოჩნდა, როდესაც ერთ-ერთმა არგენტინელმა მახვილი თვალის მქონე ჟურნალისტმა შაკირას არაბუნებრივად წაწვეტებული მუცელი შეამჩნია და მისი ორსულობაც სწორედ მან ივარაუდა.

როგორც კატალონიელი ფეხბურთელი, ასევე შაკირაც ამბობენ, რომ ბავშვის სქესს მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და ბედნიერები არიან, რომ დაუგეგმავი ორსულობა პირველი შვილის გაჩენიდან ასე მალე მოხდა. ხერარდი ჯერ კიდევ შარშან უშვილძირო კაცი იყო, ახლა კი უკვე ორი შვილის მამობისაკენ იწევს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143768